10:02 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 21:06:47, 1191 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაწესოთ, საყოველთაო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების თანაგადახდის წილის ზედა ზღვარი

„სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების DRG მეთოდის დანერგვამ 2 მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. პირველი - პაციენტებს აღარ უწევთ, ხელოვნურად გაზრდილი ე.წ. VIP სერვისის, თუ ექიმების მომსახურების თანხის ჯიბიდან გადახდა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - კლინიკებს შორის, ტარიფებში სხვაობა არ არის - ყველა სამედიცინო დაწესებულება ერთსა და იმავე სერვისში, ანაზღაურებას ერთი და იგივე ტარიფით იღებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ჯგუფისთვის, საყოველთაო პროგრამით სარგებლობა, 10%, 20% და 30%-იან თანაგადახდას ითვალისწინებს. თუმცა, ძვირადღირებული ოპერაციების შემთხვევაში, პაციენტის მხრიდან დასაფარი თანხა, მაინც მაღალია. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაწესოთ თანაგადახდის წილის ზედა ზღვარი“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ცვლილების მიხედვით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი არის 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი 30%, არაუმეტეს 1500 ლარისა. აღსანიშნავია, რომ ამ სამედიცინო მომსახურების ღირებულებასა და თანაგადახდის წილის ზედა ზღვარს შორის სხვაობასაც სახელმწიფო დაფარავს.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თანაგადახდის წილი, ამ შემთხვევაშიც, რჩება ისევ 0%  და მომსახურებას, კვლავინდებურად, სრულად სახელმწიფო დაფარავს.

„ვფიქრობთ, თანაგადახდის წილის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ბოლო ეტაპია, DRG სისტემაში, ჯერ კიდევ არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ვთვლით, რომ ამ ცვლილებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების მეთოდი, კიდევ უფრო სწორი და სამართლიანი გახდება, ეს კი ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურ კმაყოფილებას გამოიწვევს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics