|
2023-04-10 16:38:37, 813 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - შევთანხმდით სამომავლო კომუნიკაციის ფორმებზე, თუ საჭირო იქნება რაიმე საკითხის ჩემს დონეზე გავლა, ამისთვის მზად ვარ
დღეს შევთანხმდით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, სამომავლო კომუნიკაციის ფორმებზე. თუ საჭირო იქნება რაიმე საკითხის ჩემს დონეზე გავლა, ამისთვის მზად ვარ,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, უშუალოდ სამუშაოების დაწყებამდე, რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და პაციენტებს მოემსახურება. რაც შეეხება კლინიკის სამედიცინო პერსონალს, მინისტრმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, ისინი არც შემთხვევაში არ დარჩებიან სხვა კლინიკებში დასაქმების, ან სახელფასო ანაზღაურების გარეშე. „დაახლოებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საკმაოდ სოლიდური თანხის დამატება გვიწევს რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რადგან კლინიკის შემოსავლები, მხოლოდ სახელფასო ანაზღაურებასაც კი არ ყოფნის. ანუ, დღეს, რეალურად არ არის დეფიციტების შევსების პრობლემა. როგორც აქამდე, ყოველთვიურად ვუმატებდით კლინიკის თანხას, ზუსტად ისე გაგრძელდება და სამედიცინო პერსონალი მიიღებს სახელფასო ანაზღაურებას. თუმცა, მაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო და კერძო კლინიკებთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომ მათ უწყვეტობას სამედიცინო საქმიანობის ნაწილში შეინარჩუნონ. მაგალითად, რუხის სახელმწიფო კლინიკას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აქტიურად ვსაუბრობთ, იქ ახალი მიმართულებების დამატებაზე. ამ პროცესში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებიც იყვნენ ჩართულები. ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს, რომ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილურ კლინიკად ჩამოყალიბდეს, რომელიც იქნება ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება სამეგრელოს რეგიონში. ვფიქრობ, რესპუბლიკურის თანამშრომლების გადანაწილება იქაც მოხდება", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ. განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე.
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)