|
2023-04-10 16:18:48, 1541 ნახვა
საზოგადოება
ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა Translive, რომელიც აერთიანებს ასობით გადამზიდავსა და ტვირთის მფლობელს
ქართულ ბაზარზე ციფრული საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა Translive გამოჩნდა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ასობით გადამზიდავსა და ტვირთის მფლობელს. ლოჯისტიკისთვის ინოვაციური მიგნებაა საერთაშორისო გადაზიდვების მართვა ერთი აპლიკაციის მეშვეობით. ტვირთის გადაზიდვა პროცესია, რომელშიც სამი მხარეა ჩართული: დამკვეთი, კომპანია და მძღოლი. საკომუნიკაციო საშუალება კი მხოლოდ ერთია - Translive. ერთი მარტივი რეგისტრაციით შესაძლებელია ლოჯისტიკა ახალ სიმაღლეზე აიყვანოთ, იგრძნოთ თავი ყოვლისშემძლედ,რადგან სწორედ თქვენ დაარეგისტრირებთ, დააზღვევთ, გააფორმებთ ხელშეკრულებას, აკონტროლებთ და მართავთ თქვენს გადაზიდვებს, მხოლოდ ერთი აპლიკაციის დახმარებით. Translive-ის უპირატესობას წარმოადგენს: პლატფორმა Translive განკუთვნილია: • იმ კომპანიებსა და ინდ.მეწარმე პირებისთვის, რომელთაც სურთ განახორციელონ იმპორტი/ექსპორტი, შესაბამისად, ეძებენ ლოგისტიკური სერვისის ოპტიმალურ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს. პლატფორმაზე რეგისტრაცია უმარტივესი პროცესია, რომელიც 5 წუთს მოითხოვს. თავდაპირველად, შეიყვანთ თქვენს პირად ინფორმაციას, ატვირთავთ აუცილებელ დოკუმენტაციას, აქტიური პროფილის შემდეგ თქვენ შეუზღუდავად მიიღებთ ყველა სერვისს - მოგენიჭებათ პირადი კაბინეტი, აკონტროლებთ თქვენს ტვირთებს, შეკვეთებს, გადახდებს, თვის ჭრილში გენერირებულ სტატისტიკას და მიიღებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ლოგისტიკის სფეროში არსებულ სიახლეებზე. დარეგისტრირების შემდგომ, გადამზიდისთვის ხელმისაწვდომია მიმდინარე პერიოდში არსებულ ტვირთებზე სრულყოფილი ინფორმაცია. ორივე მხარეს კი შესაძლებლობა აქვს ერთი კლიკით შეარჩიონ შემოთავაზებული ვარიანტიდან საუკეთესო. Translive-ის პარტნიორი გადამზიდავი კომპანიები მუდმივად იღებენ შეკვეთებს, ხოლო ანაზღაურება მათ ბალანსზე აისახება ტვირთის ჩაბარებიდან მაქსიმუმ ორ დღეში. ამასთანავე, პარტნიორ ორგანიზაციებში შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებით. გადამზიდავების შემთხვევაში - ანაზღაურებას მიიღებენ დაცლიდან ერთი კვირის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არიან დამოკიდებულნი ტვირთის მფლობელის მხრიდან გადახდის პირობებზე. დღესდღეობით, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ციფრული არხების გარეშე წარმოუდგენელია წარმატებული ბიზნეს პროექტების განხორციელება. Translive-ის მისიაა დაეხმაროს ტვირთის მფლობელს, გადამზიდავებსა და ლოგისტიკურ კომპანიებს, რათა მთელს მსოფლიოში გაამარტივონ თავიანთი ოპერაციები და განავითარონ ბიზნესი. ციფრული პლატფორმის Translive-ის დახმარებით ლოჯისტიკური პროცესები მარტივდება, გადამზიდავები ლაივ რეჟიმში გთავაზობენ თავიანთ სერვისებს, გადაზიდვების კონტროლი ხდება 24 საათის განმავლობაში, თითოეული ტვირთი კი დაზღვეულია კომპანია ალდაგის მიერ.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)