|
2023-04-10 12:16:23, 730 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ჟვანიას მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გადაადგილებაზე შეფერხებები აღარ იარსებებს
ჟვანიას მოედანზე არსებული კვანძის დიზაინის ცვლილება მოქალაქეებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ჟვანიას მოედნის რეაბილიტაციის შესახებ სოციალურ ქსელში არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ. „სოციალურ ქსელში მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, თითქოს, საგზაო ზოლს ვამცირებთ ე.წ გზაგამყოფებით და მწვანე კუნძულებით. წერენ, რომ აქამდე არ იყო საცობები, ახლა კი ჭირს გადაადგილება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა, ტექნიკის მუშაობა გადაადგილების შეფერხებას იწვევს და საცობი იქმნება. ეს მონაკვეთი მხოლოდ გარკვეული დღეების განმავლობაში გადაიკეტა, რადგან მიწისქვეშა მილები იცვლებოდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა წარმოადგინა ფოტო მასალა, თუ როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული მოედანი სამუშაოებამდე. „ჟვანიას მოედნის მონაკვეთზე დღის განმავლობაში, მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს 11 მარშრუტზე 60 000-მდე მგზავრი გადაჰყავს. აქ ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, ქაოსი იყო, ასევე, მოედანზე ე.წ. მცირე ზომის ბოძები იდგა, რაც კუნძულებს ქმნიდა. სამუშაოების შედეგად კი, არსებულ კუნძულებს ვამწვანებთ და მათი ფართობი 565-დან 396 კვადრატულ მეტრამდე შეიცვლება. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო ავტომობილებთან ერთად, საცობში არ უნდა იდგეს. როგორც განვითარებულ ქალაქებში გატარდა აღნიშნული რეფორმა, ჩვენთანაც მისი განხორციელება თბილისზე მორგებული გადაწყვეტილებით ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)