|
2023-04-09 14:00:57, 961 ნახვა
საზოგადოება
მალაშხია პრეზიდენტს - მჯერა, რომ გამოიყენებთ ყველა ბერკეტს და ჩვენ NATO-სა და ევროკავშირის წევრი აუცილებლად გავხდებით
ვფიქრობ, თქვენ გამოიყენებთ თქვენს ყველა რესურსს და ბერკეტს ქვეყნისთვის ამ ურთულეს მომენტში, გამოიყენებთ თქვენს ბერკეტებს და ჩვენ ერთ დღეს, აუცილებლად გავხდებით NATO-სა და ევროკავშირის წევრი, მე ამის მჯერა, - ასე მიმართ ნანა მალაშხიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა. ნანა მალაშხიამ სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტს, უკრაინისა და საქართველოს ევროპულ მომავალთან მიმართებაში არსებული პოზიციის გამო, მადლობა გადაუხადა. "მინდა მადლობა ვუთხრა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო. თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოსგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობის უფლებები. უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება კეთილდღეობა ჰქვია. მინდა მადლობა გითხრათ იმ განცხადებებისთვის, რომელსაც თქვენ აჟღერებთ უკრაინის მიმართ და ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეების ურყევ მხარდაჭერასთან და სოლიდარობასთან უკრაინასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თქვენ გამოიყენებთ თქვენს ყველა რესურსს და ბერკეტს ქვეყნისთვის ამ ურთულეს მომენტში, გამოიყენებთ თქვენს ბერკეტებს და ჩვენ ერთ დღეს, აუცილებლად გავხდებით NATO-სა და ევროკავშირის წევრი, მე ამის მჯერა. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად გახდება NATO-სა და ევროკავშირის წევრი", - განაცხადა მალაშხიამ სიტყვით გამოსვლისას. ცნობისთვის, ნანა მალაშხიასთან ერთად, დღეს ღირსების მედლით საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის ნანა მახარაძეც დაჯილდოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)