19:41 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 12:57:35, 1371 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

მახარაძეს მედალი საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის, ხოლო ნანა მალაშხიას საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის გადაეცა.

"ეს არ არის პერსონალური ჯილდო, ეს ეძღვნება 9 აპრილის ქალებს; ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომელიც ამ და სხვა პერიოდში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის. ეს ორი - ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია არიან ამის სახე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე.

პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის მემორიალი  ქართველი ხალხის ყველა ბრძოლის მემორიალად გადაკეთდეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics