00:56 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 15:56:25, 817 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - აშშ-ის საიდუმლო მონაცემების „გაჟონვა“ რუსეთის სპეცსამსახურები სტანდარტული თამაშია

საიდუმლო მონაცემების „გაჟონვა“ რუსეთის სპეცსამსახურები სტანდარტული თამაშია,- ასე ეხმაურება  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლი, მიხაილო პოდოლიაკი აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გაჟონვის ინფორმაციას.

მისი თქმით, აღნიშნულის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

„საიდუმლო მონაცემების „გაჟონვის“ მიზანი აშკარაა: ყურადღების გადატანა, ეჭვების და ურთიერთეჭვების გამოწვევა, უთანხმოების დათესვა. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურები სტანდარტული თამაში.

იღებ ღია ბრიფინგებს, ამატებ "ფეიკ" ინფორმაციას ან მიყურადების ცალკეულ ელემენტებს და აქვეყნებ მათ სოციალურ მედიაში/ქსელებში“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის Twitter-ზე გამოქვეყნდა და დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics