|
2023-04-08 12:55:37, 791 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ „ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განათლების პოპულარიზაციის საჭიროებაზე გაამახვილა. „განათლება არის ის მთავარი იარაღი, რაც შეიძლება გლობალური გამოწვევების დასაძლევად გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, საქართველოს მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანი კი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაა. ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა. სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს. ვიმედოვნებ, მომავალში მეტი ახალგაზრდა მოინდომებს აღნიშნული მიმართულებით განათლების მიღებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის და მდგრადი განვითარების მიზნების სიღრმისეული ანალიზისთვის, ახალგაზრდული ფორუმი თავისი შინაარსით უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია. ფორუმში, რომლის მიზანსაც საქართველოს მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ინოვაციური ხედვების გაზიარება წარმოადგენდა, საქართველოს თორმეტი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე სტუდენტებმა პანელური ფორმატის დისკუსიები გამართეს. ახალგაზრდული ფორუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)