12:34 - 22 Jul, 2026
|
2023-04-07 23:56:10, 943 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, 9 აპრილის აქციის გამო საზღვარი ცალმხრივად ჩაკეტა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა, 9 აპრილს თბილისში ოპოზიციის მოახლოებულ აქციასთან დაკავშირებით დროებითი სასაზღვრო შეზღუდვა დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ გადაადგილების დროებითი შეზღუდვები საოკუპაციო რეჟიმმა დღეს დააწესა, რასაც ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვა მოჰყვა. „აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ გადაადგილების დროებითი შეზღუდვები დაწესდა 9 აპრილთან დაკავშირებით, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ლატიპოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)