|
2023-04-07 17:26:08, 797 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 8 და 9 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება. წლევანდელი ღონისძიებისთვის, იაპონურ ბაღს ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 25 ახალი ნერგი შეემატა. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, „საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება, რომელსაც წარუძღვება მისი აღმატებულება, საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე მიუკი იმამურა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, თემატური ხელნაკეთი ნივთების, იაპონური ტრადიციული სამოსისა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ იაპონურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებლებს სუშის მომზადების მასტერკლასისა და იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიების დასასრულს დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერკლასი ჩატარდება. ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)