|
2023-04-07 15:30:38, 758 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიში“ ინფრასტრუქტურის მიმართულება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
"თიბისის" ტექ-გუნდისთვის DevOps პროცესებზე მორგებული ვორქშოპი ჩატარდა, რომლის მიზანიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვითარების ახალი ეტაპის დაწყებაა. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდამ ორიენტირებულია თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ათვისებასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე, ეს გზა კომპანიას საშუალებას აძლევს, შეასრულოს თავისი მისია და მუდმივად განვითარდეს. ვორქშოპის მთავარ თემას წარმოადგენდა DevOps პრაქტიკების ტექნიკური მხარე, კერძოდ, GitOps-ი და მისი პრინციპებით მუშაობა. გუნდის წევრებმა ერთმანეთს თავიანთი ცოდნა და შეხედულებები გაუზიარეს და იმსჯელეს, როგორ უნდა მართონ არსებული Low Level Environment. თემა მოიცავდა ორ ნაწილს: Vanilla Kubernetes-ის გამართვასა და Legacy სერვისებისა და აპლიკაციების ავტომატიზაციას. კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროცესებს თავად კომპანიის თანამშრომლები მართავენ. "თიბისი" აქტიურად ზრუნავს ამ ადამიანებისათვის ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც სრულად შეძლებენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას, მოახდენენ სწორ კომუნიკაციას გუნდის წევრებთან და ერთად იმსჯელებენ გამოწვევებზე. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის გუნდისთვის აქტუალური ტექ-საკითხების ირგვლივ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ვორკშოპის პირველ ნაწილზე გავმართეთ Kubernetes-ის კლასტერი და ჩვენთვის საჭირო კომპონენტები GitOps მეთოდოლოგიით, Ansible-ისა და GitlabCI-ის გამოყენებით. შემდგომ K8S-ში ArgoCD-ით გავსტარტეთ: AWX Operator, Grafana/Prometheus მონიტორინგის სტეკი", - აცხადებს ალექსანდრე კვაიჭაძე, "თიბისის" DevOps არქიტექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)