|
2023-04-07 11:36:28, 831 ნახვა
საზოგადოება
პაპუაშვილი აკრედიტაციის შეჩერებაზე - მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, წაიკითხეთ, გაეცანით წესებს
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, რომ კითხვების დასმასთან ერთად, გაეცანით, წაიკითხეთ წესებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მიერ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, არ შეიძლება რესპონდენტების დევნა. "იმისთვის, რომ პარლამენტში ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის თანამრომლობა იყოს საქმიანი და ეს არ იყოს აჟიტირება, დევნა, შევარდნები ოთახში და ა.შ. რაც იყო პრაქტიკა საქართველოს პარლამენტში - სამწუხარო პრაქტიკა, რომ გაცდენილი იყო ზოგიერთი ჟურნალისტი ეთიკური ჟურნალისტიკის მინიმალურ სტანდარტს, ამიტომ იქნა შემოღებული... მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, რომ კითხვების დასმასთან ერთად, გაეცანით, წაიკითხეთ წესებს. სამი არის ძირითადი, რაც ჩანს ხოლმე - მაგალითად, ადამიანს, წინასწარი თანხმობის გარეშე, აპარატის თანამშრომელს ან პარლამენტის წევრს არ შეუვარდეს ჩართული კამერით, მე მგონი გასაგებია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტმა "ტვ პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს და ამავე მედიასაშუალებების ოპერატორებს აკრედიტაცია შეუჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)