|
2023-04-06 01:41:44, 1309 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: დასავლეთის მცდელობა, თბილისს მეორე ფრონტი გაახსნევინოს, მიუღებელია
საერთაშორისო ჟენევის დისკუსიის ფარგლებში რუსეთის დელეგაციამ, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი უძღვებოდა, თქვა, რომ მიუღებელია კონფრონტაციის უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადატანის მცდელობები, კერძოდ თბილისის მიმართ მოწოდებები ე.წ. "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ. "ცალკე გაესვა ხაზი დასავლეთის მცდელობების მიუღებლობას, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადაიტანონ, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, გახსნან "მეორე ფრონტი" რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში". – ნათქვამია რუსეთის დელეგაციის განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ვითარების განხილვის დროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტი წარმომადგენლებისა და თბილისის მხრიდან თავშეკავების გაგრძელების განწყობა დაფიქსირდა. "შედეგად, ვითარება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ სასაზღვრო რაიონებში შედარებით მშვიდია. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. ჟენევის პლატფორმის მუშაობის პაუზის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა დიალოგის მხარდაჭერა მოლაპარაკების სხვა გზებზე, მათ შორის "ცხელი ხაზებით" და ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის მექანიზმის ფარგლებში საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, მაგალითად ერგნეთში", – ნათქვამია განცხადებაში.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)