|
2023-04-05 14:53:42, 743 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცმოძრაობას“ აღარაფერი ეშველება - ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ
“ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ენმ-ი მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს. "ნაცმოძრაობას" არაფერი ეშველება, გინდ ახალი, გინდ ძველი სახეები წარადგინოს - ძველი-ახალი სახეები სად არიან?ერთი წლის წინ, თუ რაღაც პერიოდის წინ ახალ სახეებად რომ წარუდგინეს საზოგადოებას? სად არიან მოიკითხეთ - ზოგი რუსეთში, ზოგი სხვაგან არის და ა.შ. და ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ახალი სახეები. არ აქვს მნიშვნელობა ვის წარადგენს, “ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახეები წარადგინოს, გინდ ძველი და გინდ რაღაც პროგრამა დადოს, რომლისაც ამ ქვეყანაში არავის სჯერა. დამთავრებულია ეს პარტია, მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს“, - ამბობს მდინარაძე. ცნობისთვის, დღეს, 5 აპრილს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი სახეები წარადგინა. ოპოზიციურ პარტიას ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი შეუერთდნენ.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)