|
2023-04-05 14:38:23, 722 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლას რალო - თქვენ ხართ მსოფლიო აეროპორტების დიდი ოჯახის წევრი ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურით, ტექნიკური საშუალებებითა და აღჭურვილობით
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორი ნიკოლას რალო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ქარქაშაძემ პრეზენტაციის სახით საქართველოში ავიაციის ბაზრის განვითარება და აეროპორტების ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები მიმოიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. უწყების ცნობით, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორმა დადებითაც შეაფასა ყველა ის პროექტი, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოს აეროპორტებში ხორციელდება. ,,თქვენ ხართ მსოფლიო აეროპორტების დიდი ოჯახის წევრი ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურით, ტექნიკური საშუალებებითა და აღჭურვილობით. ყველა თქვენი მოქმედი აეროპორტი სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და იქ არსებული სტანდარტები სრულად შეესაბამება ICAO-ს მოთხოვნილ რეკომენდებულ საერთაშორისო პრაქტიკას და მოთხოვნებს,-“განაცხადა ნიკილას რალომ. საუბრისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, რომ წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და მილიონ მგზავრს გადააჭარბებს. ირაკლი ქარქაშაძემ ასევე, იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც უახლოეს მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების კუთხით E gate, self-check in-ისა და fast track-ის სახით დაინერგება. ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გაიმართა, კომპანიის მენეჯმენტი და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან კარანაძე ესწრებოდა. ნიკოლას რალო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)