|
2023-04-05 13:04:43, 637 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სტრიტ არტის კონკურსს აცხადებს
თბილისის მერია სტრიტ არტის კონკურსს აცხადებს, რომელიც ამ მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს გააერთიანებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს აპრილის განმავლობაში შეეძლებათ წინადადებების შემოტანა, რომლის მიხედვით პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. „დედაქალაქში სტრიტ არტის ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც შეიძლება ვიხილოთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მრავალსართულიანი კორპუსის ან დაწესებულების კედელზე, ქალაქის ისტორიული უბნების არეალთან შეხამებული, ბეტონის სამშენებლო ღობეზე, და ასე შემდეგ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში 70-ზე მეტი ასეთი ნამუშევარი შეიქმნა. თბილისის მერია კი თითქმის ყველა იმ პროექტის მხარდამჭერია, რომელიც დედაქალაქში ამ მიმართულებით ხორციელდება. ამჯერად, გვაქვს ახალი ინიციატივა - გვსურს, გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელიც გააერთიანებს სტრიტ არტის მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს. მთელი აპრილის განმავლობაში შესაძლებელი იქნება განაცხადების შემოტანა თბილისის მერიაში, შემდეგ კი პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. ამ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა სტრიტ არტისტებს და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ყოველთვის შეუწყობს ხელს ქალაქის გალამაზებას. „ამ ახალგაზრდებს, ვინც სტრიტ არტით არიან დაკავებული, ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ, რომ ერთად გავალამაზოთ და გავაფერადოთ ჩვენი ქალაქის ქუჩები და სივრცეები. მადლობა თქვენ, რადგან უკვე ბევრი კარგი პროექტი განახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ახლა კი, ველოდებით თქვენს წინადადებებს და ჩვენ დაგიფინანსებთ კონკრეტულ პროექტებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)