|
2023-04-04 17:34:14, 828 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორს, ნიკოლას რალოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და „საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან კარანაძე ესწრებოდნენ. ნიკოლას რალომ ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურებისა და სპეციალისტების ICAO-სთან აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის კუთხით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეს პროგრესი და განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურებს მიაღწიოს, რისი შესაძლებლობებიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია. „საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი",- აღნიშნა რალომ. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა იმ აქტივობებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ხორციელდება როგორც სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების გაზრდის, ისე საავიაციო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით. მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მზარდია არამხოლოდ ავიარეისების აღდგენის დინამიკა, არამედ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ახალი მიმართულებების დამატებაზე მუშაობის ინტენსივობა. ეკონომიკის მინისტრმა და ნიკოლას რალომ ასევე განიხილეს საავიაციო სფეროს დიჯიტალიზაციისა და ე.წ. „მწვანე ავიაციის" განვითარების შესაძლებლობები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესში.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)