|
2023-04-04 15:34:40, 791 ნახვა
საზოგადოება
გურამიშვილი - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია
„2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, შემცირდა როგორც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, ასევე მათგან გამოწვეული დაშავების და გარდაცვალების მაჩვენებლები. კერძოდ, საგზაო შემთხვევების რიცხვი შემცირდა 6,7%-ით, დაშავებულთა რაოდენობა - 2,4%-ით, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი კი შემცირდა - 4,2%-ით, თუმცა აღნიშნული მონაცემები კვლავ მნიშვნელოვნად მაღალი რჩება, რაც გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირები. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მიღებული ტრავმების შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიმართულებით. მათ შორის, ის განაპირობებს ჯანმრთელი ცხოვრების წლების გახანგრძლივებასა და შრომისუნარიანობის ზრდას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. გურამ გურამიშვილის თქმით, აღნიშნულს პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. სხდომაზე განხილულ იქნა 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, დადებითად შეფასდა ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის მიმდინარეობა, რომელიც შეეხება საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებას და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერას საქართველოში. ასევე ყურადღება გამახვილდა ე.წ. „შავი წერტილების" იდენტიფიკაციის მიზნით გამართულ აქტივობებზე და სხვ. კომისია ჩამოყალიბდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით 2023 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავრობის №353 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)