|
2023-04-04 13:46:29, 886 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე „ოცნებას“ - ტრაბახობთ ეკონომიკური ზრდით - თუ ეკონომიკა იზრდება, ხალხი ქვეყნიდან რატომ გარბის
ტრაბახობთ ეკონომიკური ზრდით - თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს. გოცირიძის განცხადებით, ყველაზე წარუმატებელი დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკაა, რამაც ხალხი გააღატაკა. „რომელ სფეროში შეიძლება ჰქონოდა საქართველოს წარმატება, როდესაც ყველაზე წარუმატებელი თქვენი ხელისუფლების არსებობის პერიოდში არის ეკონომიკა, გაღატაკდა ხალხი, იცლება ქვეყანა და არ ყოფილა პროგრესული გადაწყვეტილება მიღებული ეკონომიკაში, რომელსაც შეიძლება რაღაც მომავლის იმედი გაეჩინა ხალხისთვის", - განაცხადა რომან გოცირიძემ. დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრი და მთელი უმრავლესობა სიცრუეზე აგებს პროპაგანდას, იტყუება და „ნაცარს აყრის" ხალხს თვალში. „ტრაბახობთ ეკონომიკური ზრდით - თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან. ეკონომიკური ზრდის პროდუქტის, სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ჩვენს მოქალაქეებს არ ხმარდებოდა და ამ ეკონომიკური ზრდის საკმაო ნაწილი იყო ფიქტიური ზრდა. ეკონომიკა არის ის, რომელშიც თქვენ განიცადეთ ყველაზე მძიმე შედეგები არაპროფესიონალიზმის, კორუფციის, ნეპოტიზმისა და ბიუროკრატიის ზრდის გამო. ამიტომ, სჯობს ისევ ნაცად თემებს მიმართოთ, როგორიც არის ეკლესიის მაგინებლები, ლგბტ პროპაგანდისტები, უცხოური აგენტები და სატანისტები", - მიმართა რომან გოცირიძემ "ოცნებას".
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)