|
2023-04-03 16:55:12, 765 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად, აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაცია გამოიყო
საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაციის გამოყოფას, სადაც, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, შესაძლებელია აკვაკულტურის ფერმების - თევზის (3 ლოკაცია) და მოლუსკის (5 ლოკაცია) - მოწყობა. მათივე ცნობით, როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, აკვაკულტურის დარგის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ზონების პროექტის დამტკიცების შემდეგ, დაგეგმილია ზონების მართვის გეგმებისა და ინვესტორთა წინადადებების განხილვის საფუძველზე დამატებითი სანებართვო პირობების განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკვაკულტურის ნებართვების გაცემა, რაც გააჩენს საშუალებას აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის და რაც ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, დაახლოებით, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. „ვფიქრობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაწარმოოთ მეტი პროდუქცია, რათა პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნა, დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი და რა თქმა უნდა, გავზარდოთ მნიშვნელოვნად საექსპორტო შესაძლებლობები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზღვაო წყლებში აკვაკულტურის წარმოება დასაშვებია მხოლოდ აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონებში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების ფარგლებში, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. პროექტით წარმოდგენილი აკვაკულტურის ზონები არ მოიცავს დაცულ ან აკრძალულ ზღვის უბნებს. აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის ზონების ძირითადი რეკომენდაციები სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მომზადდა. ზონების დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოში აკვაკულტურის დარგის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)