|
2023-04-03 13:16:18, 1111 ნახვა
საზოგადოება
CMG-სა და იტალიური ბრენდის, Marini-ს, ერთობლივი სემინარი საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის, Construction Machinery Georgia-ს ინიციატივით, თბილისში მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოების შესახებ სემინარი გაიმართა. მთავარი მომხსენებელი, ინფრასტრუქტურული ტექნიკის წარმოების მიმართულებით, მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Marini-ს წარმომადგენელი იყო. MARINI Turkey-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე, ალიჯან ტაბაქჩი საქართველოში Construction Machinery Georgia-ს მოწვევით ჩამოვიდა. სემინარს საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები და CMG-ს პარტნიორები ესწრებოდნენ. ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს დირექტორი: „MARINI-სა და CMG-ს პარტნიორობა გასულ წელს დაიწყო. უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის, Fayat group-ის წევრი კომპანია MARINI მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ასევე ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. ბოლო პერიოდში საქართველოშიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა მოდიფიცირებული ბიტუმი - ავტობანებზე მიმდინარე სამუშაოებში ბეტონის ნაცვლად უკვე სწორედ ასფალტს იყენებენ. ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა ჩვენ მიერ ორგანიზებული სემინარიც. გვსურდა, რომ Construction Machinery Georgia-ს პარტნიორებისა და ზოგადად, საქართველოში საგზაო-სამშენებლო სექტორისთვის ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოების მწარმოებელი პრემიუმ ბრენდის წარმომადგენელს გაეზიარებინა“. კომპანია MARINI, რომელსაც დღეისათვის 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული, ინდუსტრიულ ტექნიკას, მათ შორის, მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოებს ქმნის. სწორედ ამ მიმართულებით ინფორმაციის მიწოდება და იტალიური ბრენდის პროდუქტის უპირატესობების განხილვა იყო თბილისში გამართული სემინარის მიზანი. საქართველოში საგზაო-სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და „რესპუბლიკაში“ მიწვეულ სტუმრებს გამოცდილება Marini Turkey-ს წარმომადგენელმა გაუზიარა. ალიჯან ტაბაქჩი, MARINI Turkey-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე: „უკვე ერთი წელია MARINI წარმატებით თანამშრომლობს ქართულ კომპანიასთან, Construction Machinery Georgia-სთან. ახლა, მათთან ერთად, შესაძლებლობა მოგვეცა, საგზაო-სამშენებლო სექტორისთვის ახალი ტექნოლოგიები გაგვეცნო, რადგან ეს სფერო სულ უფრო სწრაფად ვითარდება. დღეს მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოებასა და საგზაო სამშენებლო პროექტებში ასფალტის გამოყენების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება. გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი CMG-ს მეშვეობით საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა“. სემინარი „თეგეტა ჰოლდინგის“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის „თეგეტა აკადემიის“ ჩართულობით გაიმართა. Construction Machinery Georgia 2022 წლიდან Marini-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობით კომპანია მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრსა და სერვისს სთავაზობს. -- Construction Machinery Georgia-ს შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია საგზაო-სამშენებლო საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებს წარადგენს. კომპანია რეგიონის საჯარო და კერძო სექტორს ინფრასტრუქტურული და სამთო-მოპოვებითი პროექტებისთვის საჭირო ტექნიკით ამარაგებს. ბრენდებს შორისაა გერმანული LIEBHERR, ფრანგული FAYAT GROUP-ის წევრი კომპანიები BOMAG და MARINI
ბაზისბანკი, Nasdaq Calypso-სა და ეროვნული ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, სახაზინო ინფრასტრუქტურის ისტორიულ ტრანსფორმაციას იწყებს
4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)