|
2023-04-02 17:18:41, 939 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ წულაძე - სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა - დასჭირდება სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს
მისი მდგომარეობა მძიმეა და სჭირდება ძალიან სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს, - ასე შეაფასა ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მისი "ვივამედში" მონახულების შემდეგ. როგორც წულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომატებულია ფილტვის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკი. "ვერასდროს ვეღარ იტყვი, როდის და რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. ძალიან ძნელია პროგნოზირება. რომ გადაადგილდება, მას დაცემის მაღალი რისკი აქვს, რადგან როგორც კი წამოდგება, წნევა უვარდება ძალიან დაბლა. წონა რომ მცირდება და სულ დაწოლილია, ფილტვის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკი მატულობს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და მე მგონი, "ვივამედიც" ამ აზრზეა, რომ მისი მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში. განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ ჯობია წასვლა, ესენი ფიქრობენ, რომ ჯობია გაათავისუფლონ", - აცხადებს ნევროლოგი თენგიზ წულაძე. ცნობისთვის, დღეს მესამე პრეზიდენტთან სახალახო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ. "ვივამედში" კონსილიუმის შესვლას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ ის კონსილიუმის წევრებს მოენახულებინათ. მანამდე, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხცადა, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში ომბუდსმენი არ ერევა. იოსელიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)