23:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 11:47:04, 817 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და  შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა, მოახლოებულ სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები  და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით  განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები.

"თენგიზ ნასარიძემ  ყურადღება იმ პროექტებსა და სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც რეგიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება. 

დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2740 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება.  

შეხვედრა  შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics