|
2023-04-02 11:06:52, 789 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ
„10 წლის განმავლობაში, ჩვენ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ",- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ადამიანებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა. „10 წლის წინ, ჩვენს მოქალაქეებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ. 2013 წლამდე,საყოველთაო პროგრამის მსგავს პროგრამაზე, დაახლოებით, 70 მილიონი იყო გამოყოფილი. დღეს ეს რიცხვი ათჯერ და 15-ჯერ არის გაზრდილი. ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის ბოლოს მოვიდა ადამიანზეა ორიენტირებული და პირველი პრიორიტეტიც ისაა, რომ ჯანდაცვა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. მანამდე კი, ადამიანებს სამედიცინო სერვისების მისაღებად უწევდათ, რომ გაეყიდათ საცხოვრებელი სახლები. 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ჩვენ, დაახლოებით, 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ", - განაცხადა მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სევისების ხარისხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა. " რაც შეეხება გამოწვევებს. მთავარი გამოწვევა ხარისხია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ და მაღალ სტანდარტებსაც ვამკვიდრებთ. 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება.2013 წლამდე კი სტანდარტები უბრალოდ არ არსებობდა",-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)