|
2023-03-31 23:02:05, 1056 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფლება ლაზარეს“ - მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს
"თავისუფლება ლაზარეს" - ამ სახელწოდებით დღეს დედაქალაქში მოქალაქეებმა პარლამენტთან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორი ბესო ჯღარკავა აცხადებს, რომ შეკრების მთავარი მიზეზი ლაზარე გრიგორიადისის დაკავება გახდა, მათი მოთხოვნა კი ლაზარეს გათავისუფლებაა. "ჩვენი მთავარი შეკრების მიზეზი იყო რადგან დაიჭირეს ლაზარე, სავალდებულოა ლაზარე გამოუშვან და შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა, და შეწყდეს საქართველოს რუსეთიზაცია და ბელორუსიზაცია", - აცხადებს ბესო ჯღარკავა. სოლიდარობის აქცია ხვალ 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთანაც იგეგმება. ,,მარტის აქციების დროს ქართველმა ხალხმა წარმატებას მიაღწია და ხელისუფლებას, ამ ეტაპზე მაინც, ხელი ააღებინა უცხო გავლენის შესახებ რუსული კანონის მიღებისგან, არ შეიძლება ამ უკანდახევით გამოწვეული ბრაზი ლაზარეზე გადავატეხინოთ. ყველამ უნდა გადავარჩინოთ ის, ვისაც რუსეთის გამო მსხვერპლად სწირავენ ! მისი დაჩაგვრა არ უნდა დავუშვათ ! შაბათს, 1 აპრილს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან!", - წერია ორგანიზატორთა განცხადებაში. ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)