|
2023-03-31 11:09:59, 1236 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, სამშენებლო კომპანია კოლოსი დიღომი, 6 სართულიან მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, „კოლოსი დიღომი“, აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსის მშენებლობა მოიცავს 7,500 კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს პარკინგით, რომელიც აერთიანებს კომერციულ, საოფისე და საცხოვრებელ ფართებს. კომპლექსი უზრუნველყოფილია კეთილმოწყობილი ლანდშაფტით, რომელიც მოიცავს 2000 კვ.მ-მდე სარეკრეაციო ზონას. პროექტი 2024 წელს სრულდება და ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ. „კოლოსი დიღომი“, დიდ დიღომში მდებარე თანამედროვე დაბალსართულიანი ელიტური კომპლექსია. ამ სივრცეს მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობა გამოარჩევს. მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს უმაღლეს ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ. სამომავლოდაც ბაზისბანკთან პარტნიორობას ვგეგმავთ, და, ერთობლივი ძალებით, კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა კოლოსი დიღომის დირექტორმა, ამირან ანდღულაძემ. „ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის და, მათ შორის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე“, - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)