|
2023-03-30 19:04:51, 1042 ნახვა
პოლიტიკა
დანიგენი - თუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დამამტკიცებენ, ვიმუშავებ იმისთვის, რომ მათ აისრულონ დასავლურ სამყაროში ინტეგრირების ოცნება
თუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დამამტკიცებენ, ჩემი ყურადღება გამახვილებული იქნება ოთხ პრიორიტეტზე, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში მოსმენაზე ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა განაცხადა. მისივე თქმით, ის საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ მათ აისრულონ საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში, ნატოსა და ზოგადად დასავლურ სამყაროში ინტეგრირების ოცნება. "თუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დამამტკიცებენ, ჩემი ყურადღება გამახვილებული იქნება ოთხ პრიორიტეტზე. პირველი, ეს არის ამერიკის საელჩოს ყველა თანამშრომლისა და საქართველოში მყოფი ყველა ამერიკელის უსაფრთხოების დაცვა. მეორე, მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა მათ აისრულონ საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში, ნატოსა და ზოგადად დასავლურ სამყაროში ინტეგრირების ოცნება. ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც. საქართველოს დასავლეთში ინტეგრირება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საკუთარი საზღვრების დაცვისა და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დამაზიანებელ ქმედებებთან გამკლავების უნარი აქვს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არსებობს გარკვეული შემაშფოთებელი ფაქტები, რომლებიც მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მესამე, მე ხელს შევუწყობ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, რათა გაიზარდოს ექსპორტი და წახალისდეს ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტირება.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)