|
2023-03-29 22:20:52, 1293 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 9 აპრილი უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ რუსული მთავრობა წელში გადავტეხოთ
9 აპრილი, უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ რუსული მთავრობა წელში გადავტეხოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, 9 აპრილის აქციაზე დაყენებული იქნება ყველა ის საკითხი, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე ხაბეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გამოიყენონ პოლიტიკური პარტია, როგორც იარაღი რუსული ოცნების წინააღმდეგ. "უმნიშვნელოვანესი დღეა 9 აპრილი, უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ გადავტეხოთ წელში რუსული მთავრობა და მე პირობას გაძლევთ, ყველა ის საკითხი იქნება დაყენებული, რომელიც თქვენ გაწუხებთ და თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და კარგად უნდა გაიგოთ ყველამ, რომ პოლიტიკოსები გამოიყენეთ, როგორც შესაძლებლობა და არავინ არ "დაგაბულინგოთ", რომ ის პარტია, ეს პარტია. ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ლიდერი თქვენს ხელში გამოიყენეთ იარაღად რუსული ოცნების წინააღმდეგ", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)