|
2023-03-29 15:01:23, 844 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - შექმნა სისტემა, რომელიც აწამებდა და კლავდა - ახლა მას სახელმწიფო ეხვეწება, რომ საჭმელი შეჭამოს
გათავისუფლების იმედად, თვითდაზიანებას აგრძელებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტს "სახელმწიფო ეხვეწება, რომ საჭმელი ჭამოს, რაც მას შეუძლია". "1% დავუშვათ, რომ მართლაც ვერ ჭამს, არადა ექიმები ამბობენ, რომ შეუძლია ჭამოს და არ ჭამს ანუ თვითდაზიანებას ეწევა. მარტივი კითხვაა - რატომ არ იღებს სხვა სამედიცინო მომსახურებას, მაგალითად გადასხმებით რატომ არ იღებს იმ კალორაჟს, რაც მარტივი შესაძლებელია სამედიცინო თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ ის თვითდაზიანებას აგრძელებს გათავისუფლების იმედად და მარტივად შეუძლია ყველას კითხვა დასვას - რატომ არ იკეთებს გადასხმას? გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება კიდეც რომ ვერ ჭამოს, მაგრამ სინამდვილეში, ჭამაც შეუძლია და კალორაჟს არ იღებს თვითდაზიანების მიზნით. მსოფლიოში არ არსებობს პენიტენციური სისტემა, რომელიც თვითდაზიანებაზე რეაგირებს გათავისუფლებით. გამოსავალი არის ჭამოს. ადამიანმა შექმნა სისტემა, რომელიც აწამებდა და კლავდა ციხეში და ახლა სახელმწიფო ეხვეწება, რომ შეჭამოს საჭმელი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)