|
2023-03-29 13:47:05, 929 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები - ვითხოვთ, პერსონალის შენარჩუნებას, პრემიერთან შეხვედრასა და დირექტორის გათავისუფლებას
ვითხოვთ, სამედიცინო პერსონალის შენარჩუნებას, პრემიერ-მინისტთან შეხვედრასა და კლინიკის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას, - ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა გაავრცელეს. მედიკოსებმა ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ერთადერთი სახელმწიფო მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც დაარსების დღიდან ხალხის სამსახურში დგას. "მოგახსენებთ, რომ 17 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა. ეს ის კლინიკაა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას და დაარსების დღიდან დგას ხალხის სამსახურში. აღნიშნულს მალე მოჰყვა სწორედ ზემოთხსენებული განცხადება, რომ კლინიკა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და უნდაა დაინგრეს, თუმცა არსებობს სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული კლინიკის რეაბილიტაციის პროექტი. ჩვენი მოთხონაა:
შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედიკოსების პროტესტი მესამე დღეა გრძელდება. 21 მარტს გავრცელდა ღია წერილი, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა. 27 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. ამავე დღეს, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრიც. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს მომდევნო კვირას შეხვდება. უფრო ადრე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება სტრატეგიული პრიორიტეტია. რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მინისტრის მოადგილე თქვა, რომ "უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში". რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, გეგმა, რომ შენობა გაიყიდება ან სხვა სახის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, არ არსებობს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)