|
2023-03-29 11:30:36, 770 ნახვა
საზოგადოება
საბჭო და მისი თავმჯდომარე სექსუალური შევიწროების ფაქტზე დუმს - გენდერული საბჭოს ოპოზიციონერი წევრები
POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებას თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური პარტიების წევრები ეხმაურებიან და საბჭომ ქმედითი ნაბიჯები გადადგისკენ, საგამოძიებო ორგანოს მიერ ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ და ქალების მხარდაჭერის გამოუცხადებისკენ მოუწოდებენ. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საბჭო და მისი თავმჯდომარე, აღნიშნული მოწოდების შემდეგ, არ გამოხატავს პოზიციას და ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ოპოზიციონერები განიხილავენ საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას. "თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები ვეხმაურებით, რამდენიმე ქალის მიმართ შალვა რამიშვილის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებს, რომლებიც მათივე განცხადებით სექსუალურ შევიწროებას ეხება. აღნიშნულზე ხმამაღლა საუბარი მათი გამბედაობისა და სიმამაცის შედეგად გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. იმის გათვალისწინებით, რომ შალვა რამიშვილი წარმოადგენს ქართული ოცნების პროპაგანდისტი ტელევიზიის „პოსტ-ტვ"-ს დამფუძნებელსა და წამყვანს, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და მისი გუნდი დუმს ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა მათ არ გაუვრცელებიათ არც განცხადება, არც პოზიცია, საბჭოს სხომაც კია რ ჩაუნიშნავს ამ საკითხების განსახილველად. უფრო მძაფრი და შემაშფოთებელია ხელისუფლების გარკვეული ნაწილის კომენტარები და მოწოდებები, შალვა რამიშვილის დაცვის მოტივით, საერთო ოცნებისეული ნარატივით, რომლებიც ცდილობენ ქალების შეურაცხყოფას და დამცირებას. ჩვენთვის, როგორც გენდერული საბჭოს ოპოზიციური წარმომადგენლებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზეა და ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეხება, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჭები, მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს ობიექტური გამოძიებისკენ და ქალებს გამოუცხადოს სოლიდარობა და აღმოუჩინოს მხარდაჭერა, რადგან ეს ფაქტი გახდეს წამახალისებელი სხვა ქალებისთვის, რომლებთაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ძალადობაზე საჯაროდ საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და ზოგადად საბჭო არ გაითვალისწინებს ჩვენს მოწოდებებს და შეინარჩუნებს დუმილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რომ ის იმართება ქართული ოცნებისა და „პოსტ-ტვ-ის“ დირექტივებით და ნებისმიერი მოქმედება მათ მიერ განხორციელებული იქნება ფორმალური და მოჩვენებითი. შესაბამისად, ჩვენ არ გვსურს ამ ფორმალურ, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ პროცესებში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საბჭოს კარგად გაითავისონ ქალთა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების მიმართულებით მათი წილი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის საბწოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიღებთ გადაწყვეტილებას საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით",- აგანაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ. ცნობისთვის, 20 მარტს, ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ჯაბუას შემდეგ, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. აღნიშნული განცხადებების შემდეგ თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართაც, რომელმაც 2016 წელს, რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)