20:45 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 10:27:04, 845 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წელს 130 გეგმიურ შემოწმებას განახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გეგმიურ შემოწმებათა 2023 წლის გეგმა დამტკიცდა.

„შემოწმებათა დაგეგმვა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გეგმიური ინსპექტირებაა, ვინაიდან კომპანიები ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს,” - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში, დეპარტამენტი საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობას 130 ობიექტში შეამოწმებს. მათ შორის, დაგეგმილია 109 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების, 1 - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების, 7 - სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის და თევზჭერის ლიცენზიის პირობების შესრულების, 13 კი, სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის  პირობების შესრულების შემოწმება.

„გეგმიური შემოწმებების პარალელურად, მოქალაქეების განცხადებებისა და ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არაგეგმიურ ინსპექტირებებს მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics