15:40 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 18:58:49, 919 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - რუსეთის მხრიდან მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობებს ვგმობთ

ბოლო თვეებში რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს თქვენს [მოლდოვას] ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის, - ამის შესახებ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი რუსეთის მხრიდან მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობებს გმობს და დარწმუნებულია, რომ მოლდოვის მთავრობა შეძლებს ყველა საფრთხესთან გამკლავებას.

"მოლდოვაზე დიდ უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო თვეებში რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს თქვენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ამისთვის იყენებდნენ ენერგეტიკას, კიბერთავდასხმებს, აწყობდნენ აქციებს და მიმართავდნენ სხვა ძირისგამომთხრელ ქმედებებს. ვგმობთ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებს. თქვენ მოახდინეთ ამ საფრთხეზე და რუსეთის ომზე მტკიცე და გაბედული რეაგირება და დარწმუნებული ვართ, რომ თქვენს მთავრობას შეუძლია ყველა ამ საფრთხეს გაუმკლავდეს", - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics