|
2023-03-28 14:17:10, 819 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - ხშირად კეთდება გაუგებარი განცხადებები - მასთან კინკლაობაში არ შევალთ
ხშირად კეთდება ხოლმე, სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან გაუგებარი განცხადებები,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტთან "კინკლაობაში" არ შევლენ, რადგან პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდება. "ხშირად კეთდება ხოლმე, სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან გაუგებარი განცხადებები, შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ რაღაცა კინკლაობაში პრეზიდენტთან, იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება თავად არ უფრთხილდებოდეს კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, აქედან გამომდინარე მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 27 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა სექსუალური შევიწროების საკითხებს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა საგანებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, რითაც მოძალადეს აგულიანებს.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)