|
2023-03-28 12:20:15, 856 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის პროტესტი გრძელდება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის პროტესტი გრძელდება. საავადმყოფოში დასაქმებულების მოთხოვნა უცვლელია - მედიკოსები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას, რათა მიიღონ პასუხი შეკითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს დაანგრევენ, რა ბედი ელით კლინიკაში დასაქმებულებს. მედიკოსების ერთ-ერთი მთავარი მოთხონა ასევე საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ზაზა ავალიანის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება. "სახელმწიფოსგან გვერდში დგომას ვითხოვთ და ხალხისგან გვერდში დგომას ვითხოვთ იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ის, რაც ხდება რესპუბლიკურ საავადმყოფოში. წარმოუდგენელია ასეთი გაურკვევლობა. რას ვითხოვთ განა ისეთ რამეს, ვითხოვთ ელემენტარულს, რომ გააგრძელოს მედპერსონალმა სამედიცინო საქმიანობა უწყვეტად; არ დაიშალოს საავადმყოფოს მედპერსონალი, რომელმაც გაუძლო ყველა ქარ-ცეცხლს, ყველა ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო და მუხლი არ მოუდრეკია არასდროს; ასევე, აუცლებლად შეგვხვდეს პრემიერ-მინიტრი - მოვიდეს და დაგველაპარაკოს", - განაცხადა ექიმმა გოჩა ვაშაყმაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი მეორე დღეა გრძელდება. მედპერსონალი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც აქციები დაიწყეს, ხელმძღვანელობა ადგილზე არ გამოჩენილა და საავადმყოფოს მართვის მხრივ უკვე პრობლემები ექმნება. "მოირღვა აბსოლუტურად ყველა სტრუქტურა. სასწრაფომ არ მოიყვანა პაციენტი კლინიკაში. კლინიკაში არ შემოდის სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნურად იბლოკება წამლის შემოტანა და ეს წინასწარ განზრახული გეგმა იყო", - აცხადებს ექიმი მაკა კვინიკაძე. ცნობისთვის, 21 მარტს გავრცელდა ღია წერილი, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა. გუშინ, 27 მარტს მედპერსონალის პროტესტს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. გუშინვე მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს მომდევნო კვირას შეხვდება. უფრო ადრე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება სტრატეგიული პრიორიტეტია. რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მინისტრის მოადგილე თქვა, რომ "უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში". რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, გეგმა, რომ შენობა გაიყიდება ან სხვა სახის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, არ არსებობს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)