|
2023-03-27 23:01:31, 874 ნახვა
პოლიტიკა
„კანონის შეჩერება სწორია“ - ისრაელის პრეზიდენტი სადავო სასამართლო რეფორმის განხილვის შეჩერებაზე
კანონის შეჩერება სწორია. ეს არის დრო, რომ დაიწყოს გულწრფელი, სერიოზული და პასუხისმგებლიანი დისკუსია, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სადავო სასამართლო რეფორმის განხილვის შეჩერების გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, კანონის შეჩერების გადაწყვეტილება დაამშვიდებს აღელვებულ საზოგადოებას, რის შემდგომაც უნდა მოხდეს შეთანხმება, რომლის მიზანიც ისრაელის ღრმა კრიზისისგან ისრაელის გადარჩენა იქნება. „კანონის შეჩერება სწორია. ეს არის დრო, რომ დაიწყოს გულწრფელი, სერიოზული და პასუხისმგებლიანი დისკუსია, რომელიც სწრაფად დაამშვიდებს განწყობებს და ჩააქრობს ცეცხლს. ჩვენ უნდა გადავრჩეთ, როგორც ერთი სახელმწიფო – ებრაული და დემოკრატიული“, - წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, გუშინ ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, საკანონმდებლო პროცესის შეწყვეტისკენ, რამაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)