|
2023-03-27 20:10:07, 829 ნახვა
პოლიტიკა
ჩინეთის საგარეო - სახელმწიფოებს შორის ბირთვული ომი ყველაფრის ფასად უნდა იყოს არიდებული
წინა წლის იანვარში, ხუთმა ბირთვულმა ქვეყანამ საერთო განცხადება გააკეთა ბირთვული ომის მოგების შეუძლებლობის შესახებ. აქედან გამომდინარე ბირთვული ომი სახელმწიფოებს შორის ყველაფრის ფასად უნდა იყოს არიდებული და ამის სტრატეგიული რისკი უნდა შემცირდეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა. მისივე თქმით, ბირთვული ომი არასდროს არ უნდა დაიწყოს, ვინაიდან ამ ომს არ ეყოლება გამარჯვებული და რუსეთ-უკრაინის ომი დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს. "წინა წლის იანვარში, ხუთმა ბირთვულმა ქვეყანამ საერთო განცხადება გააკეთა ბირთვული ომის მოგების შეუძლებლობის შესახებ. ეს განცხადება ხაზს უსვამს, რომ ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ყველაფრის ფასად უნდა იყოს არიდებული და ამის სტრატეგიული რისკი უნდა შემცირდეს", - განაცხადა მაო ნინგმა. შეგახსენებთ, რომ 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს განათავსებს.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)