21:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-26 19:00:36, 1440 ნახვა

საზოგადოება
მღვდელი შალვა კეკელია: საოცარი ადამიანი გარდაიცვალა, ბიბლიურ თავისუფლებაში იყო და წესს ვერ ავუგებთ - ვიდეო

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი შალვა კეკელია ამბობს, რომ ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა წესს ვერ აუგებენ, რადგან ბიბლიურ თავისუფლებაში იყო გაწევრიანებული.

ფეისბუქლაივში ის ყვება, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ოჯახები წესის აგებაზე მიმართავენ, გარდაცვლილი კი ბიბლიურ თავისუფლებაშია, ამის გამო ეკლესია მათ უარს ეუბნება.

"რამდენიმე წუთის წინ ვიყავი ოჯახში, სადაც საოცარი ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც ჰყავს მეუღლე, 8 თვის ფეხმძიმე, 1 თვეში შვილი ეყოლებათ და ეს ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ადამიანი იყო გაწევრიანებული გირჩის ბიბლიურ თავისუფლებაში და ზუსტად ვიცით, საპატრიარქომაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ საშინელ სექტაში გაწევრიანებული, მათზე ღვთის მსახურება ჩატარდეს", - თქვა მან.

კეკელია გირჩის წევრებს მოღალატეს ეძახის და ყველას მოუწოდებს, არ გაწევრიანდნენ ბიბლიურ თავისუფლებაში. ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ ვინც გირჩშია, "ვერანაირ საეკლესიო მსახურებას ვერ მიიღებს".









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics