|
2023-03-25 15:39:52, 824 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი POSTV-ს - საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმეს ეს პროვოკაცია - გვექნება რეაგირება
საკუთარი თავის გასათეთრებლად თუ რა მიზნით არ ვიცი, დაგეგმეს ეს პროვოკაცია,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დიმიტრი ჩიქოვანმა, "POS TV-ის" მიერ 112-ში განხორციელებული ზარისა და მის სახლში პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკის შედმეგ განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, ეს იყო დავალება "ქართული ოცნებისგან", რომელიც შეასრულა ნათია ბერიძემ. ამასთან, სანამ მის სახლთან სამართალდამცველების ეკიპაჟები გამოჩნდებოდა, ჟურნალისტი მის საცხოვრებელ კორპუსში უკვე მისული იყო და მეზობლებს ახალგაზრდა ქალის სავარაუდო გატაცებაზე უსვამდა კითხვებს. "POS TV-ის" ჟურნალისტის ცრუ დასმენაზე, რომელიც ალბათ შალვა რამიშვილმა, რომელიც ძალადობაში მრავალჯერ მხილებული ადამიანია, საკუთარი თავის "გასათეთრებლად" თუ რა მიზნით არ ვიცი, დაგეგმეს ეს პროვოკაცია. გამოიყენეს მათ ხელში არსებული ყველა რესურსი და ჩარიეს სახელმწიფო ინსტიტუტები ამ პროვოკაციაში. უბრალოდ იყო ცრუ დასმენა და შემდეგ გაირკვა, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ პროვოკაცია იყო. ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ პროპაგანდისტი შალვა რამიშვილის ნათქვამზე, ეს სახელმწიფო ინსტიტუტები ასე მოქმედებენ ადამიანების წინააღმდეგ. სამართალდამცველებამდე 2 საათით ადრე იყო მოსული ნათია ბერიძე, ცდილობდა ტყუილებით, რომ კარი გაგვეღო, მეზობლებიც შეაწუხა. საშინლად პროვოკატორობდა. ცრუ დასმენა განახორციელა პოლიციაში, ცილი დამწამა საკმაოდ მძიმე, გატაცების მულით და ამის შემდეგ ესე ჩაერთნენ სამართალდამცველები. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია, სუსი, კრიმპოლი, ყველა იქ იყო. ეს იყო ცილისწამება, ცრუ დასმენა და მთელი პროვოკაცია აგებული იყო ამაზე. ჩემი და ჩემი ადვოკატების მხრიდან რეაგირება იქნება",- განაცხადა ჩიქოვანმა. ცნობისთვის, 112-ში ტელევიზია, POSTV-ის ჟურნალისტის მიერ განხორციელებული ცრუ ზარის გამო გუშინ, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)