23:04 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 12:19:29, 774 ნახვა

საზოგადოება
მერია - დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების – „ჩემი გაზაფხული 2023“-ის ფარგლებში გასამართი გარბენის გამო, 26 მარტს, 11:00 სთ- დან 12:00 სთ-მდე დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს დოდო აბაშიძის ქუჩის კვეთიდან კიევის ქუჩის კვეთამდე.

„მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კოტე მარჯანიშვილისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩების გამოყენებით. ხოლო კიევის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის სქემა დარჩება უცვლელი. ღონისძიების მიმდინარეობისას დავით აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, მოქმედი მარშრუტის შესაბამისად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics