|
2023-03-24 22:15:40, 993 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს, ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მეორე ფრონტზე საუბარი არ არის რეალობასთან ახლოს, ვინაიდან დასავლელი პარტნიორების მიზანი არ არის საქართველოს ომში ჩართვა, რადგან კიდევ დამატებით ზედმეტი დესტაბილიზაციის სურვილი არავის არ აქვს. "გარკვეული სიფრთხილე მესმის. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, არასდროს ვიყავი მომხრე, არც სააკაშვილის დროს, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, არც მერე ოპოზიციაში და არც დღეს ტყუილად რაღაც ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების. მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი და ლავროვის, სიმონიანის და ყველას სახელები არ ვიცი. ეს ხომ უნდა იყოს ყველასთვის ძალიან გასაკვირი. რა მეორე ფრონტი და როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვიწვევდნენ რამე ომში. არავის აქვს სურვილი, რომ კიდევ ზედმეტი დესტაბილიზაცია სადმე იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)