23:04 - 22 Jul, 2026
|
2023-03-24 16:16:02, 696 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ჩარგალეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ჩარგალეთის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების შედეგად კი, 2 050 კვ.მ ფართობზე ასფალტი დაიგება. მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. "ჩარგალეთის ქუჩაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ასეთი ქუჩების მოწესრიგება და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ. ენდ ლ“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 190 000 ლარი გამოიყო.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)