|
2023-03-23 17:35:16, 893 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - ერთადერთი, რასაც ვისმენთ, არის ბრალდებები, თითქოს საქართველო რამეს აშავებდეს სანქციების აღსრულების პროცესში
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში ოპოზიციონერი დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. „ჩვენი პარტნიორებისგან შეკითხვები არ მომისმენია თუ რა აქვს კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებელი საქართველოს სანქციებისგან თავის არიდების კუთხით. ერთადერთი, რასაც გარკვეული ანგაჟირებული პირებისა და პოლიტიკურად დაინტერესებული პირებისგან ერთი წლის განმავლობაში ვისმენთ, არის ბრალდებები, თითქოს, საქართველო რამეს აშავებდეს სანქციების აღსრულების პროცესში. ეს ხდება ყოველგვარი ფაქტების, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. არ ვიცი რა სახელი შეიძლება ეწოდოს იმას, რომ საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულო, რომ არღვევს ძალიან მნიშვნელოვან რეგულაციებს და ამავე დროს, ერთი წლის განმავლობაში ერთი ფაქტიც კი ვერ წარმოადგინო ამის დასადასტურებლად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ატარებს ქვეყნის საბაჟო სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. „მოხსენება პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლამდე, ერთი კვირით ადრე გამოგზავნილი გვქონდა, როგორც ამას ახალი რეგლამენტის ითვალისწინებს. თუმცა, როგორც ჩანს, წინასწარ მომზადებული შეკითხვა აღარ გამოდგა ვალიდური, ამ მოხსენებასთან მიმართებით. ნამდვილად არ მეზარება და გავიმეორებ, რომ 1000-ზე მეტი შემთხვევაა, როდესაც დაფიქსირდა სანქცირებული საქონელის არასწორი ტრანზაქცია და ამ შემთხვევებში გაბრუნებულ იქნა საქონელი. გარდა ამისა, 600-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც მომართვიანობა იყო საბაჟო სამსახურში და მათ გაეცათ პასუხი, რომ ესეთი ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, ეს ოპერაცია დაექვემდებარებოდა საქონლის უკან გაბრუნებას. აგრეთვე, მუდმივ რეჟიმში ხდება კომუნიკაცია ეკონომიკურ ოპერატორებთან იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შემთხვევების პრევენცია", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, საბაჟო სამსახურს უამრავი სამადლობელი წერილი და მადლობის სიტყვები აქვს მიღებული საერთაშორისო პარტნიორებისგან. „არც ერთი ოფიციალური უწყება იმ ინფორმაციას რასაც თქვენ ამბობთ, ჩვენი პარტნიორებისგან არ დასტურებდა. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევა საქართველოს შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, რა საფუძველი არსებობს იმისა, რომ დააბრალოთ ქვეყანას ის რაც რეალურად არ ხდება, ჩემთვის გამოცანად რჩება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)