|
2023-03-23 12:24:38, 638 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. თავდაცვის უწყების ცნობით, გენერალურ შტაბში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს და არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოში პარტნიორებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. "მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები დასახეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სლოვაკეთის მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, ასევე, ორმხრივ თუ ნატოსა და ევროკავშირის ფორმატებში სლოვაკეთის მიერ გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოსა და სლოვაკეთში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურსა და დელეგაციის წევრებს ნატოს ეგიდით მიმდინარე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. სამხედრო წვრთნებში Slovak Shield 2023 – „სლოვაკური ფარი 2023“ საქართველოს თავდაცვის ძალებმა პირველად მიიღო მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით. სწავლება ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას უწყობს ხელს", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)