|
2023-03-22 17:03:15, 879 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში გამგეობის მიერ შშმ პირისთვის განკუთვნილი ლიფტი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება - პერიოდულად ადაპტირდება მათი საცხოვრებელი სადარბაზოები. აღნიშნულ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათი ცნობით, გამგეობის მიერ ქერჩის N20 კორპუსში ვერტიკალური პლატფორმა (ლიფტი) დამონტაჟდა. "აღნიშნულ მისამართზე არსებული კორპუსი არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ სადარბაზოს ადაპტირება მომხდარიყო, შესაბამისად, გამგეობამ კორპუსის გარე ნაწილზე ლიფტის დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო. ლიფტის მონტაჟისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 51 036 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო. გლდანის რაიონში მიმდინარე წელს სადარბაზოს ადაპტირება ჯამში, 6 მისამართზე განხორციელდება'', - აღნიშნულია გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)