|
2023-03-21 20:27:52, 793 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - პირები, რომლებიც ფულს სახელმწიფოს, მედიისა და პოლიტიკოსების მიტაცებისათვის იყენებენ უნდა დასანქცირდნენ
ევროპარლამენტარი - პირები, რომლებიც ფულს სახელმწიფოს, მედიისა და პოლიტიკოსების მიტაცებისათვის იყენებენ უნდა დასანქცირდნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ზიგფრიდ მურეშანმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ახლანდელი მმართველები წინააღმდეგობას უქმნიან ევროკავშირს, რომ დაეხმაროს ხალხს, ვინაიდან არსებობს სურვილი, რომ ევროკავშირმა მეტი გააკეთოს ქართველი ხალხისთივს, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გაუძღვებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ვალდებულებებს პატივს სცემენ. "სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, ახლანდელი მმართველები წინააღმდეგობას უქმნიან ევროკავშირს, რომ დაეხმაროს ხალხს. გვინდა, მეტი გავაკეთოთ ხალხების დაახლოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს შესაძლებლობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გაუძღვებიან პოლიტიკოსები, რომლებიც არიან სანდო, ნამდვილად პატივს სცემენ ვალდებულებებს. ფული, რომლებსაც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები აკეთებენ, არასდროს უნდა იყოს გამოყენებული მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ ვფიქრობ, უნდა დავასანქციროთ ოლიგარქები, რომლებმაც დააგროვეს ფული რუსეთთან მჭიდრო კავშირებით, რომელიც არის აგრესორი და შეიჭრა უკრაინაში. პირები, რომლებმაც იშოვეს ფული კორუფციის, ფულის გათეთრების, რუსეთთან კავშირის საშუალებით და პირები, ვინც იყენებენ ამ ფულს სახელმწიფოს მიტაცების, მედიისა და პოლიტიკოსების მიტაცებისა და კონტროლისთვის უნდა დასანქცირდნენ ევროკავშირის მხრიდან, რადგან სახიფათო არიან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)