|
2023-03-21 15:01:50, 1032 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - პარლამენტის შენობის „შტურმისტები“ Gen Z თაობის სახელით ვერ ისაუბრებთ!
უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში უღირსი ადამიანები ცდილობდნენ Gen Z თაობა მიესაკუთრებინათ, ისევე როგორც სურდათ, რომ პროევროპელობაზე დაემკვიდრებინათ მონოპოლია. წილოსანის თქმით, Gen Z-ის არ მოსწონს, როცა უცხო სიტყვებითა და ტერმინებით "ბრენდავენ". „Gen Z თაობის სახელით საუბროდნენ ადამიანები, რომელთაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, რომ მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან. ისინი თითქოს ჯენზი თაობის, ახალგაზრდების ჩვენგან გამოყოფას ცდილობენ, თუმცა ამ თაობას ჩვენი შვილები წარმოადგენენ, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, ვიცით რა მოსწონთ, რა ადარდებთ, რა ინტერესები აქვთ და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მათგანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღეთ ამ ინიციატივის გაუქმების გადაწყვეტილება. მათი ინტერესები და უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ცალმხრივად დავასრულეთ ის მავნე პროცესები, რომლებსაც დესტრუქციულმა ჯგუფებმა ჩაუყარეს საფუძველი. აქვე, ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის შენობის „შტურმისტები", პოლიციელების დამამცირებლები, მოძალადეები და „მოლოტოვის კოქტეილებით" შეიარაღებულები ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებთ! ყველა სხვა დანარჩენს კი ჩემი პატივისცემა, იმ სურვილით, რომ თავად ისწავლიან სხვისი გაკეთებულის შეფასებას და დაფასებას. ჯენზი თაობით რომ ბრენდავთ, მგონი საერთოდ ვერ აცნობიერებთ, რომ მათ საერთოდ არ მოსწონთ ეს თქვენი უცხო სიტყვების და ტერმინების ბრახუნი", - განაცხადა წილოსანმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)