|
2023-03-21 11:16:06, 1351 ნახვა
პოლიტიკა
EU - საქართველოსა და მოლდოვას აღმოვუჩინეთ კონკრეტული მხარდაჭერა და ეს ძალისხმევა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს
ჩვენი ერთგულება აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კიდევ უფრო გაძლიერდა, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის, „სტრატეგიული კომპასის“ შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშში. ანგარიშში, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წარადგინა, ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მოლდოვისა და საქართველოს კონკრეტული მხარდაჭერა უზრუნველყო, აღნიშნული ძალისხმევა კი, მომავალ თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება. „ჩვენ ერთგულება აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კიდევ უფრო გაძლიერდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად... ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები საქართველოსთან და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე და ორივე ქვეყანას აღმოვუჩინეთ კონკრეტული მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდის და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით, რაც მიზნად ისახავს მათი მდგრადობის გაძლიერებას, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეების კვლევა. ეს ძალისხმევა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს მომავალ თვეებში“,- აღნიშნულია EU-ს ანგარიშში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)