|
2023-03-20 19:47:33, 1011 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - ვადამდელი არჩევნები არის შეცდომა და ხაფანგი ოპოზიციისთვის
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს ორი სცენარი, პირველ შემთხვევაში თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს, სხვა შემთხვევაში კი “ქართული ოცნება” 2024 წლის არჩევნებში განწირულია. "ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის. ვადამდელი აწყობს "ოცნებას", ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა. სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს; სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში "ოცნება" განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის, ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს", - წერს ხაზარაძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)