|
2023-03-19 23:03:18, 1232 ნახვა
საზოგადოება
შეიძინე საბავშვო აუზები Liloshop-ზე
ცხელ ზაფხულში აუზში ჭყუმპალაობა ბავშვების საყვარელი გასართობია, ამიტომ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მშობლები სხვადასხვა ტიპის აუზებს დიდი სიფრთხილით არჩევენ. ბავშვებისთვის განკუთვნილი საბავშვო აუზების დიდი არჩევანი Liloshop-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ, სადაც წარმოდგენილი პროდუქცია უსაფრთხოების ნორმების ზუსტი დაცვითაა შექმნილი და მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილების ყველა მახასიათებელი გააჩნია. როგორ უნდა შეარჩიოთ საბავშვო აუზი? საბავშვო აუზის შერჩევამდე ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე მახასიათებელს, რათა შეძენილი პროდუქტი ხანგრძლივი ვადით, ეფექტურად, გამოიყენოთ. პირველ რიგში აქცენტი გამძლეობაზე, მობილურობასა და უსაფრთხოებაზე შეაჩერეთ. ბავშვები აუზებში აქტიურად ერთობიან, ამიტომ კონსტრუქციის დაზიანების რისკი უფრო მაღალია. შესაბამისად, ისეთი ტიპის მოდელი აირჩიეთ, რომელიც მოსალოდნელ საფრთხეს აგარიდებთ თავიდან. თუ თქვენი პრიორიტეტი ბიუჯეტური აუზის შერჩევაა, მაშინ ბაზარზე საკმაოდ პოპულარული, გასაბერი, მოდელები აირჩიეთ, რომელთა შორის მცირე ზომის აუზების ძალიან ფართო არჩევანია. გასაბერი აუზის ძირითადი უპირატესობა სწრაფად დამოტაჟებადი სტრუქტურაა, რომლის გამართვაც სპეციალური გამოცდილების გარეშეც შესაძლებელია. საკმარისია ყურადღებით გაეცნოთ თანდართულ ინსტრუქციას და გასაბერი აუზი მისთვის განკუთვნილ ადგილას მოათავსოთ. საბავშვო აუზის შერჩევისას მნიშვნელოვანი მახასიათებელია მობილურობაც, რადგან აგარაკზე გამგზავრებისას შესაძლებელი გახდეს მისი მარტივად გადატანა. გასაბერი აუზის გადაადგილება არა მხოლოდ შორ მანძილზე, არამედ ეზოს მასშტაბით, სასურველ მზიან, ან ჩრდილიან ნაწილშიც მარტივად შეგიძლიათ. საბავშვო აუზის შეძენისას ერთერთი პრიორიტეტი ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადაა, რათა შემდგომ წლებშიც აქტიური დასვენებისთვის გამოიყენოთ. ლილოშოპზე წარმოდგენილი აუზები უსაფრთხოდ ინახება ზამთარში და მათი დაკეცილ მდგომარეობაში შენახვა ამ პროცესს ერთიორად გიმარტივებთ. რაც მთავარია მასალა არ ფუჭდება და შემდეგი სეზონისთვის აუზს ჩვეულებრივ გამოიყენებთ. საბავშვო აუზის შერჩევისას მნიშვნელოვანია მისი ტექნიკური მახასიათებლებიც, რადგან ფილტრაციის და წყლის ცვლის სისტემებით აღჭურვილი პროდუქცია მის უსაფრთხო გამოყენებას განაპირობებს და ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ აისახება. საბავშვო აუზების ფასები ლილოშოპზე საბავშვო აუზების ფასები 22 ლარიდან იწყება, რაც პროდუქტის მოცულობაზე და განსაკუთრებულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ვებგვერდზე შეგიძლიათ ბრიტანული წარმოების კარკასული აუზები შეიძინოთ მთელი ოჯახისთვის, რომლებიც მასალისა და პარამეტრების მიხედვით ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. შედარებით დიდი ზომის გასაბერი საბავშვო აუზის შეძენა 250-300 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ, რაც მთავარია პროდუქციის უმრავლესობაზე, თბილისის მასშტაბით, უფასო მიწოდების სერვისი მოქმედებს, რაც საბავშვო აუზის შეძენის პროცესს თქვენთვის კომფორტულ გამოცდილებად აქცევს. ლილოშოპზე თანხის გადახდა მარტივად და სწრაფად ხდება, დაამატებთ სასურველ პროდუქტს კალათაში და ლარის ვალუტით ნებისმიერი ბანკის ბარათის საშუალებით გადაიხდით თანხას.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)